 |
მამუკა კაციტაძე |
|
|
დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს, თბილისში;
1983 წელს წარჩინებით დაამთავრა . თბილისის 152-ე საშუალო სკოლა;
1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;
1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) საავტომობილო გზების ინჟინერ- მშენებლის სპეციალობით;
1988 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა არაფორმალური გაერთიანება ,,სადისკუსიო კლუბი". იყო ამ კლუბის თავმჯდომარე;
1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტის წევრი;
1990 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია – ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სტუდენტური კავშირი", რომლის პირველი ხელმძღვანელიც თვითონ იყო;
1993 წელს, ასევე მისი ინიციატივით შეიქმნა ,,საქართველოს სტუდენტური ლიგა", ანუ სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანება;
1992 წლის მაისში, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,თაობა", რომლის პრეზიდენტადაც თვითონ იყო არჩეული;
1993 წელს შეიქმნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება - მოძრაობა ,,ახალი თაობა", რომლის სპიკერადაც იქნა არჩეული;
ამ მოძრაობის ბაზაზე, 1994 წელს, დაფუძნდა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელიც დღეს ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის ნამდვილი წევრია. ამ ორგანიზაციის ეგიდით მიღებული აქვს მონაწილეობა ახალგაზრდულ ფორუმებში, კონფერენციებში – რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონებში, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ან წევრს;
1992-1995 წლებში არჩეული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ;
1993 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, დააფუძნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი ,,ძლევაი";
1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ ,,ორბის" შემადგენლობაში;
1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტექნიკური კლუბი", რომლის მიზანიც იყო მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა;
1996 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
1996- 2002 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველოს უფროსი;
2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი მოძრაობა". იყო ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე;
2001 წლის 15 ივნისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი;
2001 წელს აირჩიეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად;
2002 წლის 2 ივნისს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო ფრაქცია ,,ახალი მემარჯვენეების" (ახლები) თავმჯდომარე;
2003 დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნის, იურისტის კვალიფიკაციით;
2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად პროპორციული წესით ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები-ახლები" პარტიული სიით;
2006 წლიდან იყო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარის მოადგილე და პ/გ "ახალი მემარჯვენეების" საპარლამენტო მდივანი;
2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი;
იყო საქართველოს პარლამენტის მუდმვმოქმედი დელეგაციის წევრი სამხრეთკავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში;
საუბრობს ქართულ, რუსულ, და ინგლისურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებზე;
ჰყავს მეუღლე – მარიამ ჭეიშვილი, და ორი შვილი – სოფიო და გურამი.
|