
|
|
|
ბადრი ნიაური |
დაბადების თარიღი: 1976 წელი, 16 მარტი, თბილისი. განათლება: 1993-98 თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია – იურისტი. 1992-1997 თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობა: შრომის ეკონომიკა და სოციოლოგია, კვალიფიკაცია – ეკონომისტი.
სამუშაო გამოცდილება: 11.2004 წლიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დემოკრატიის ცენტრი"-ს გამგეობის თავმჯდომარე. 03.2010 - 2011 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე (ირმის ნახტომი). 01.2010 - 02.2010 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. 09.2009 - 01.2010 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი. 05.2009 – 09.2009 შპს "ბათუმმშენინვესტი", იურისტ - კონსულტანტი /ადვოკატი/. 12.2008 – 09.2009 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომისიის მრჩეველი. 04.2006 - 09.2008 შპს "წითელქუდა გრუპი", იურისტი. 09.2005 – 09.2008 სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა", იურიდიული სამსახურის უფროსი. 10.2003 - 01.2004 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისია, (სემეკთან) დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწე. 08.2003 - 12.2004 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის წევრი (წარდგენილი ოპოზიციური პარტიიდან). 11.2002 - 02.2003 თბილისის მერიის, მთავრობისა და პირველი მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია, შტატგარეშე მოსამსახურე, ექსპერტ-კონსულტანტი. 06.2002 - 08.2003 თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის იურიდიულ განყოფილება, მთავარი სპეციალისტი. 05.2001 - 05.2002 თბილისის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილება, მთავარი სპეციალისტი. 01.2001 - 05.2001 იურიდიული ფირმა შპს "ასტრეა", ვიცე-პრეზიდენტი. 03.2001 - 08.2001 გაზეთი "ჟურნალისტური ვერსია", ჟურნალისტი. 03.2000 - 03.2001 გაზეთი "კორუფცია", ჟურნალისტი, განყოფილება - ადამიანის უფლებების დაცვა. 03.2000 - 08.2000 "საერთაშორისო იურიდიული ბიურო", ადვოკატი. 11.1999 - 05.2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "ქალაქის ადვოკატი", (თბილისის საკრებულოს პროექტი). ამასთან, არის რამდენიმე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე მხარე და ადამიანთა უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს განსჯადი რამდენიმე სარჩელის ავტორი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე – ნათია ლობჟანიძე, შვილები – ნია ნიაური და ლუკა ნიაური.
E-mail:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
www.democracy.org.ge
|